საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი გერმანიაში

სპორტის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი ნინო ძაგანია, პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ, საერთაშორისო სასწავლო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა.
 
კონკურსის გამარჯვებული კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, 1 კვირიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ გერმანიის დოქტორ ფრენკ ნიტამერის ინსტიტუტში, რომლის ფარგლებშიც სპეციალურად მათთვის შემუშავებული სასწავლო პროგრამა განხორციელდა. პროგრამა ითვალისწინებდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ კომპონენტებს. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები დუალურ პროფესიულ განათლებაში ჩართულ ადგილობრივ საწარმოებს, ტრენინგ ცენტრებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვივნენ.
 
ვიზიტის ფარგლებში მიღებული საერთაშორისო გამოცდილება, კოლეჯს ხელს შეუწყობს ინოვაციური მიდგომების დანერგვაში და საქმიანობის ეფექტურად განხორცილებაში.
 
 

სპორტის კოლეჯი ინსტრუქტორის კიდევ ორ პროგრამას განახორციელებს

მიღება ფეხბურთის ინსრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე

სპორტის კოლეჯს 6 წლის ვადით ავტორიზაცია მიენიჭა

სასწავლო პროცესის განახლება

მიღება სპორტული მასაჟისტის გადამზადების პროგრამაზე

ჩარიცხულ სტუდენტთა სია

მიღება სპორტული აკრობატიკის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე

მიღება ძიუდოს ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე

სპორტული აკრობატიკის ინსტრუქტორის პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენელთა სია