მიღება სპორტული აკრობატიკის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე
სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯი 2022 წლის 27 ოქტომბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით აცხადებს მიღებას, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ,,სპორტული აკრობატიკის ინსტრუქტორის" პროფესიული მომზადების პროგრამაზე.
პროგრამის განხორციელების ადგილი:
ქ.თბილისი:
ე.ნინოშვილის ქ. N 55 და ი.ჭავჭავაძის გამზ. N 49
პროგრამაზე დაშვების წინაპირობებია:
ასაკი - 18 წელი, სრული ზოგადი განათლება.
გასაუბრება
პორტული ტური
(სპორტული ტურის დებულება შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ.გვერდზე შემდეგ ლინკზე გადასვლით
სპორტული აკრობატიკის ინსტუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობა - 8 მსმენელი
აპლიკანტთა რეგისტრაციის ვადებად განსაზღვრულია ა/წ. 27 ოქტომბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით
თარიღი: 28.11.2022წ.
საათი: 11:00
ლოკაცია: ქ.თბილისი. ე.ნინოშვილის N 55.
თარიღი: 29.11.2022წ.
საათი: 11:00
ლოკაცია: ქ.თბილისი. ი.ჭავჭავაძის N 49. (სპორტის უნივერსიტეტი).
სპორტული ტურის გასავლელად აუცილებელია თან იქონიოთ:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,
ცნობა ჯანმრთელობის შესახებ - ფორმა 100.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე
https://vet.emis.ge/... ან მობრძანდეთ კოლეჯის ადმინისრაციულ შენობაში, სადაც მოხდება თქვენი დარეგისტრირება.
პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირს მიენიჭებება სპორტული აკრობატიკის ინსტრუქტორის კვალიფიკაცია (მე-4 დონე) და გადაეცემა სახელმწიფო სერტიფიკატი;
სწავლის დაწყების თარიღია 05.12.2022 დასრულების თარიღი კი 03.03.2023
გისურვებთ წარმატებებს