პროფესიული განათლების სტუდენტებს სამხედრო სამსახური გადაუვადდებათ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური პროგრამის დასრულებამდე გადაუვადდებათ. შედეგად, ახალგაზრდები პროგრამის დასრულებას უწყვეტად შეძლებენ.

საქართველოს პარლამენტმა,  „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში მიიღო ცვლილები. სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ, სასურველ პროგრამაზე სწავლა დაასრულონ, კონკრეტული საქმის სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ, შესაბამისი კვალიფიკაცია მიიღონ და სწორედ ამის შემდეგ დაიწყონ სავალდებულო სამხედრო სამსახური.

პროფესიულ სასწავლებლებში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება არ ეხება იმ სტუდენტებს, რომლებმაც უკვე ისარგებლეს იმავე პროგრამით უმაღლეს სასწავლებლებში.

აღსანიშნავია ისიც, რომ კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე გადავადება მოხდება მხოლოდ ერთხელ და ისიც მხოლოდ პროგრამის ხანგრძლივობის ვადით.

 

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საყურადღებოდ !!!

ვაკანსია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის

თავისუფალი ჭიდაობის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენ

კოლეჯის მასწავლებელთა ტრენინგი

რეგისტრაციის ვადის გაგრძელება სპორტული მასაჟისტის პროფესიული გადამზადების პროგრა

მიღება სპორტის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამებზე

სპორტული ტურის შედეგები 2026 წლის საგაზაფხულო მიღება

რეგისტრაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრა

საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი გერმანიაში