სპორტის კოლეჯი პროფესიული განათლების სპორტული ფესტივალის გამარჯვებულია

28 ივნისს, ქ.თბილისში, მუშტაიდის ბაღის მინი სპორტულ მოედანზე, პროფესიული განათლების სპორტული ფესტივალის ფინალური შეხვედრების ფარგლებში, ჩვენმა კოლეჯმა 3:1 გაიმარჯვა და  ტურნირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
 
ფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს აღმოსავლეთ საქართველოს გამარჯვებული - სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯი და დასავლეთ საქართველოს გამარჯვებული - სსიპ კოლეჯი ახალი ტალღა შეხვდა!
 
შეჯიბრებების დასასრულს გაიმართა საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც გამარჯვებულ გუნდებსა და მოთამაშეებს თასები და ინდივიდუალური ჯილდოები გადაეცათ.
 
ფესტივალი ჩატარდა სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი - ის, კოლეჯი ,,მოდუსი"- ის და პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებით. აღნიშნულმა ფესტივალმა ხელი შეუწყო პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, კოლეჯებს შორის დაახლოებას, სტუდენტების ურთიერთგაცნობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
 
მადლობა ორგანიზატორებს, ჩვენს გუნდს და გულშემატკივრებს.

,,სპორტის ინსტრუქტორის’’ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრანტთა საყურადღებოდ !!

ფეხბურთის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენელთა სია

სწავლის დაწყება

სტუდენტთა საყურადღებოდ !!!!!!!!

სპორტული ტურის შედეგები 2026 წლის საგაზაფხულო მიღება

სპორტის კოლეჯი ინსტრუქტორის კიდევ ორ პროგრამას განახორციელებს

პირველი სექტემბრიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება !!

ძიუდოს ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენელთა სია

საახალწლო არდადეგები