საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი გერმანიაში

სპორტის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი ნინო ძაგანია, პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ, საერთაშორისო სასწავლო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა.
 
კონკურსის გამარჯვებული კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, 1 კვირიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ გერმანიის დოქტორ ფრენკ ნიტამერის ინსტიტუტში, რომლის ფარგლებშიც სპეციალურად მათთვის შემუშავებული სასწავლო პროგრამა განხორციელდა. პროგრამა ითვალისწინებდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ კომპონენტებს. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები დუალურ პროფესიულ განათლებაში ჩართულ ადგილობრივ საწარმოებს, ტრენინგ ცენტრებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვივნენ.
 
ვიზიტის ფარგლებში მიღებული საერთაშორისო გამოცდილება, კოლეჯს ხელს შეუწყობს ინოვაციური მიდგომების დანერგვაში და საქმიანობის ეფექტურად განხორცილებაში.
 
 

მიღება კრივის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე

ფეხბურთის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენელთა სია

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულთა საყურადღებოდ

პროფესიული ტესტირება

რეგისტრაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრა

2019 წლის საშემოდგომო მიღებისთვის ჩატარებული პროფესიული ტესტირების შედეგები!!!

მიღება სპორტული აკრობატიკის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე

ცურვის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენელთა სია

პროფესიული განათლების სტუდენტებს სამხედრო სამსახური გადაუვადდებათ