მიღება ფეხბურთის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე
სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯი 2024 წლის 09 იანვრიდან (ქ.თბილისში) აცხადებს მიღებას ფეხბურთის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე. პროგრამა სრულადაა დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ.
პროგრამის განხორციელების ადგილი:
ქ.თბილისი:
ე.ნინოშვილის ქ.N 55 და ი.ჭავჭავაძის გამზ. N 49.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობებია:
ასაკი - 18 წელი, სრული ზოგადი განათლება.
გასაუბრება
სპორტული ტური
(სპორტული ტურის დებულება შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ.გვერდზე შემდეგ ლინკზე გადასვლით
ფეხბურთის ინსტუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობა - 20 მსმენელი
აპლიკანტთა რეგისტრაციის ვადებია 09.01.2024-11.02.2024 ჩათვლით
თარიღი: 12.02.2024წ.
საათი: 11:00
ლოკაცია: ე.ნინოშვილის ქ.N 55.
თარიღი: 13.02.2024 წ.
საათი: 11:00
ლოკაცია: ი.ჭავჭავაძის გამზ. N 49.
სპორტული ტურის გასავლელად აუცილებელია თან იქონიოთ:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,
ცნობა ჯანმრთელობის შესახებ - ფორმა 100.
50 ლარიანი გადახდის ქვითარი.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე
https://vet.emis.ge/… ან მობრძანდეთ კოლეჯის ადმინისრაციულ შენობაში.
პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირს მიენიჭება ფეხბურთის ინსტრუქტორის კვალიფიკაცია (მე-4 დონე) და გადაეცემა სახელმწიფო სერტიფიკატი;
სწავლის დაწყების თარიღია 19 თებერვალი
გისურვებთ წარმატებებს