სპორტის კოლეჯს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, იოსებ ბაღათურია ესტუმრა

 
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, იოსებ ბაღათურია სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯის რექტორ თეიმურაზ ლორთქიფანიძეს შეხვდა.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯის წარმომადგენლები.
 
სპორტის მინისტრის მოადგილემ კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მან შეხვედრაზე სასწავლებლის საჭიროებები მოისმინა და კოლეჯის ხელმძღვანელებს სამომავლო მხარდაჭერას დაჰპირდა.
 
აღსანიშნავია, რომ სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯში 11 მოკლევადიანი და ერთი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა ხორციელდება. ასევე, იგეგმება სხვა პროფესიული პროგრამების დამატებაც.
 
 
სპორტი ჯანმრთელობის საწინდარია ! 

ძიუდოს ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენელთა სია

მიღება ძიუდოს ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე

სპორტის კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიული განათლების სპორტული ფესტივალის აღმოსავლეთ ლიგის ფეხბურთის ფინალში გამ

პროფესიული განათლების სპორტული ფესტივალის - მინი ფეხბურთის ფინალი

ბაკურიანში გამგზავრება

სპორტის კოლეჯის სტუდენტების საყურედღებოდ! სასწავლო პროცესი 2020 წლის 26 ოქტომბრი

სპორტული აკრობატიკის ინსტრუქტორის პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენელთა სია

მზად არის მასაჟისტის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის დიპლომები