სპორტის კოლეჯს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, იოსებ ბაღათურია ესტუმრა

 
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, იოსებ ბაღათურია სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯის რექტორ თეიმურაზ ლორთქიფანიძეს შეხვდა.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯის წარმომადგენლები.
 
სპორტის მინისტრის მოადგილემ კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მან შეხვედრაზე სასწავლებლის საჭიროებები მოისმინა და კოლეჯის ხელმძღვანელებს სამომავლო მხარდაჭერას დაჰპირდა.
 
აღსანიშნავია, რომ სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯში 11 მოკლევადიანი და ერთი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა ხორციელდება. ასევე, იგეგმება სხვა პროფესიული პროგრამების დამატებაც.
 
 
სპორტი ჯანმრთელობის საწინდარია ! 

რეგისტრაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრა

კოლეჯის სტუდენტ, ირაკლი ჩხეიძის ტრიუმფალური გამარჯვება!

ვირუსთან დაკავშირებული არდადეგები

რეგისტრაცია ,,სპორტული მასაჟი"ს პროფესიული გადამზადების პროგრამაზე

მიღება ფეხბურთის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე

საქართველოს პროფესიული მსაჟის ასოციაციის კონფერენცია-სემინარი

მიღება ცურვის ინსტრუქტორის მომზადების პროგრამაზე

მზად არის მასაჟისტის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის დიპლომები

მიღება თავისუფალი ჭიდაობის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე