მიღება კრივის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე

სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯი 2022 წლის 31 ივლისიდან 21 აგვისტოს ჩათვლით აცხადებს მიღებას, კრივის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე, რომელზე  სწავლაც უფასო გახლავთ.
(პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ.გვერდზე შემდეგ ლინკზე გადასვლით http://www.sportcolle.ge/img/category/1659206829.pdf )
 
პროგრამის განხორციელების ადგილი:
????ქ.თბილისი:
ე.ნინოშვილის ქ. N 55 და ბელიაშვილის ქ. N 5.
 
პროგრამაზე დაშვების წინაპირობებია:
???? ასაკი - 18 წელი, სრული ზოგადი განათლება.
???? გასაუბრება
???? სპორტული ტური
(სპორტული ტურის დებულება შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ.გვერდზე შემდეგ ლინკზე გადასვლით
http://www.sportcolle.ge/img/category/1640594446.pdf )
 
კრივის ინსტუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობა - 8 მსმენელი????‍????
 
აპლიკანტთა რეგისტრაციის ვადებად განსაზღვრულია ა/წ. 31 ივლისიდან 21 აგვისტოს ჩათვლით????
 
გასაუბრება: ????????????
თარიღი: 22.08.2022წ.
საათი: 11:00
ლოკაცია: ქ.თბილისი. ე.ნინოშვილის ქ. N 55.
 
სპორტული ტური: ????????????
თარიღი: 24.08.2022წ.
საათი: 11:00
ლოკაცია: ქ.თბილისი. ბელიაშვილის ქ. N 5.
 
სპორტული ტურის გასავლელად აუცილებელია თან იქონიოთ:
1️⃣ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,
2️⃣ ცნობა ჯანმრთელობის შესახებ - ფორმა 100.
3️⃣ 50 ლარიანი გადახდის ქვითარი.
 
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე https://vet.emis.ge/... ან მობრძანდეთ კოლეჯის ადმინისრაციულ შენობაში, სადაც მოხდება თქვენი დარეგისტრირება.
 
პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირს მიენიჭება კრივის ინსტრუქტორის კვალიფიკაცია (მე-4 დონე) და გადაეცემა სახელმწიფო სერტიფიკატი;
 
სწავლის დაწყების თარიღია 05 სექტემბერი ❤
 
გისურვებთ წარმატებებს ❣

მიღება კრივის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე

კოლეჯის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ

სპორტული მასაჟისტის გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენელთა სია

სტუდენტური დასაქმება გერმანიაში

მიღება თავისუფალი ჭიდაობის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე

პროფესიული ტესტირება

მიღება სპორტის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამებზე

თავისუფალი ჭიდაობის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენ

ვაკანსია პროფესიული განათლების მასწავლებლის თანამდებობაზე