საშემოდგომო მიღება ,,სპორტის ინსტრუქტორის" საგანმანათლებლო პროგრამაზე

დაიწყო საშემოდგომო მიღება „სპორტის ინსტრუქტორის“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
ლოკაცია:
ქ. თბილისი, ე. ნინოშვილის ქ. N 55.
ქ. ქუთაისი, ბ.გაპონოვის ქ. N 11.
 
პროგრამებზე რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულად - 21 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით, სპეციალურ პორტალზე: https://vet.ge/
 
პროფესიულ განათლების პორტალზე რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=YYEJZ7t7qEQ
 
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=4V6pgRHhhjk
 
სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
 
სპორტული ტურის დებულება  https://drive.google.com/…/1u7nj3UbsWL7Zr2WBSy2GeoS5V…/view…
 
თუ გეგმავ “სპორტის ინსტრუქტორის” პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლას, გაითვალისწინე:
1. უნდა გაიარო რეგისტრაცია პროფესიული განათლების პორტალზე www.vet.ge
2. აირჩიო ,,სპორტის ინსტრუქტორის" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
3. გაიარო რეგისტრაცია კოლეჯში სპორტულ ტურზე და წარადგინო საჭირო დოკუმენტაცია:
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100)
  • 1 ფოტო სურათი (ზომა 3X4)
  • სპორტულ ტურში მონაწილეობის საფასურის (50 ლარი) გადახდის ქვითარი
გადახდის რეკვიზიტები: http://www.sportcolle.ge/page/105/
ჩარიცხვა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკიდან, სწრაფი გადახდის აპარატიდან ან მობაილ ბანკიდან. დანიშნულებაში მიუთითეთ: სპორტული ტური, აპლიკანტის პირადი ნომერი, სახელ და გვარი.
 
სპორტულ ტურზე რეგისტრაციის ვადები:
12 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი
(შაბათ -კვირისა და ოფიციალური უქმე დღეების გარდა)
სამუშაო დრო: 11:00 - 16:00
შესვენება: 13:00 - 14:00
მისამართი:
ქ. თბილისი, ე. ნინოშვილის ქ. N 55; მე-3 სართული, ოთახი N 311
ქ. ქუთაისი, ბ. გაპონოვის ქ. N 11; მე-3 სართული, ოთახი № 308
 
სპორტული ტური გაიმართება 2026 წლის 30 ოქტომბერს 
ქ. თბილისი - ი. ჭავჭავაძის გამზ. 49 (ვაკის სტადიონი)
ქ. ქუთაისი - თამარ ნეფის ქ. 100
 
სპორტული ტურის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება ვებ-გვერდზე: https://vet.ge/#/
 
სპორტის კოლეჯში სწავლა დაიწყება 2026 წლის 1 დეკემბერს 
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 577 466 033 (თბილისი) 598 375 451 (ქუთაისი)
https://www.facebook.com
http://www.sportcolle.ge/
ელ.ფოსტა: sportgeocollege@gmail.com
 
სპორტის კოლეჯი გისურვებთ წარმატებებს

პროფესიული ტესტირება

მიღება სპორტის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამებზე

პროფესიული განათლების სტუდენტებს სამხედრო სამსახური გადაუვადდებათ

ვაკანსია პროფესიული განათლების მასწავლებლის თანამდებობაზე

ვაკანსია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის

ვაკანსია სასწავლო პროცესის მენეჯერის თანამდებობაზე

კრივის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენელთა სია

კოლეჯის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ

საქართველოს პროფესიული მსაჟის ასოციაციის კონფერენცია-სემინარი