სპორტის კოლეჯი პროფესიული განათლების სპორტული ფესტივალის გამარჯვებულია

28 ივნისს, ქ.თბილისში, მუშტაიდის ბაღის მინი სპორტულ მოედანზე, პროფესიული განათლების სპორტული ფესტივალის ფინალური შეხვედრების ფარგლებში, ჩვენმა კოლეჯმა 3:1 გაიმარჯვა და  ტურნირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
 
ფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს აღმოსავლეთ საქართველოს გამარჯვებული - სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯი და დასავლეთ საქართველოს გამარჯვებული - სსიპ კოლეჯი ახალი ტალღა შეხვდა!
 
შეჯიბრებების დასასრულს გაიმართა საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც გამარჯვებულ გუნდებსა და მოთამაშეებს თასები და ინდივიდუალური ჯილდოები გადაეცათ.
 
ფესტივალი ჩატარდა სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი - ის, კოლეჯი ,,მოდუსი"- ის და პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებით. აღნიშნულმა ფესტივალმა ხელი შეუწყო პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, კოლეჯებს შორის დაახლოებას, სტუდენტების ურთიერთგაცნობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
 
მადლობა ორგანიზატორებს, ჩვენს გუნდს და გულშემატკივრებს.

სპორტის ინსტრუქტორის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა საყურადღებოდ

პროფესიული განათლების სტუდენტებს სამხედრო სამსახური გადაუვადდებათ

სპორტული აკრობატიკის ინსტრუქტორის პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენელთა სია

რეგისტრაცია ,,სპორტული მასაჟი"ს პროფესიული გადამზადების პროგრამაზე

ვაკანსია კოლეჯის პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის

სპორტის კოლეჯს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილ

სამოტივაციო გასაუბრება

პროფესიული განათლების სპორტული ფესტივალის აღმოსავლეთ ლიგის ფეხბურთის ფინალში გამ

სასწავლო პროცესის განახლება