ვაკანსია ქსელის ადმინისტრატორის თანამდებობაზე

სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯი აცხადებს ვაკანსიას ქსელის ადმინისტრატორის თანამდებობაზე

თანამდებობა: ქსელის ადმინისტრატორი

ანაზღაურება: 700 ლარი (დარიცხული)

სამუშაო დრო: 10:00-18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩთვლით)

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ე.ნინოშვილის N 55.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

•          უმაღლესი ტექნიკური ან პროფესიული განათლება

•          სახელმწიფო ენის სრულფასოვნად ცოდნა

•          მუშაობის გამოცდილება მსგავს სფეროში

•          Windows 2000, Windows Vista, Windows 7, WindowsServer 2003 – ადმინისტრირების საწყისები (მომხმარებელთა, ქსელური რესურსების, უსაფრთხოების პოლიტიკის მართვა)

•          კომპიუტერული ტექნიკის მომსახურება (კომპიუტერების, საბეჭდი და პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია, პრობლემების დიაგნოსტიკა);

•          მონაცემთა ბაზების რომელიმე სისტემის საწყის დონეზე ადმინისტრირებისა და საოფისე პროგრამების ცოდნა.      

                                                             

პიროვნული უნარ-ჩვევები:

•          პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

•          აზრის გამართულად გადმოცემის უნარი

•          კომუნიკაციის უნარი

•          ორგანიზებულობა

•          პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი

•          დეტალებზე ორიენტირებულობა

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sportgeocollege@gmail.com . სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის  8 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებას!

კრივის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენელთა სია

სპორტის კოლეჯის სტუდენტების საყურედღებოდ! სასწავლო პროცესი 2020 წლის 26 ოქტომბრი

მიღება სპორტული მასაჟისტის პროფესიული გადამზადების პროგრამაზე

ფეხბურთის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენელთა სია

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საყურადღებოდ !!!

მიღება ,,ძალოსნობის ინსტრუქტორის" პროფესიული მომზადების პროგრამაზე

კოლეჯის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ

საახალწლო არდადეგები

ვიქტორ კოვირზინის საავტორო მეთოდიკის პრეზენტაცია