სპორტის კოლეჯს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, იოსებ ბაღათურია ესტუმრა

 
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, იოსებ ბაღათურია სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯის რექტორ თეიმურაზ ლორთქიფანიძეს შეხვდა.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯის წარმომადგენლები.
 
სპორტის მინისტრის მოადგილემ კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მან შეხვედრაზე სასწავლებლის საჭიროებები მოისმინა და კოლეჯის ხელმძღვანელებს სამომავლო მხარდაჭერას დაჰპირდა.
 
აღსანიშნავია, რომ სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯში 11 მოკლევადიანი და ერთი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა ხორციელდება. ასევე, იგეგმება სხვა პროფესიული პროგრამების დამატებაც.
 
 
სპორტი ჯანმრთელობის საწინდარია ! 

სწავლის დაწყება

საშემოდგომო მიღება ,,სპორტის ინსტრუქტორის" საგანმანათლებლო პროგრამაზე

სპორტის ინსტრუქტორის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის აპლიკანტთა საყურადღებო

მიღება თავისუფალი ჭიდაობის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე

სპორტის კოლეჯის საამაყო კურსდამთავრებული!

რეიტინგული სია / მისაღები საბუთები

მიღება ფეხბურთის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე

სტუდენტთა საყურადღებოდ !!!!!!!!

კოლეჯის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ