სპორტის კოლეჯს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, იოსებ ბაღათურია ესტუმრა

 
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, იოსებ ბაღათურია სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯის რექტორ თეიმურაზ ლორთქიფანიძეს შეხვდა.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯის წარმომადგენლები.
 
სპორტის მინისტრის მოადგილემ კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მან შეხვედრაზე სასწავლებლის საჭიროებები მოისმინა და კოლეჯის ხელმძღვანელებს სამომავლო მხარდაჭერას დაჰპირდა.
 
აღსანიშნავია, რომ სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯში 11 მოკლევადიანი და ერთი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა ხორციელდება. ასევე, იგეგმება სხვა პროფესიული პროგრამების დამატებაც.
 
 
სპორტი ჯანმრთელობის საწინდარია ! 

ვაკანსია სასწავლო პროცესის მენეჯერის თანამდებობაზე

კრივის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენელთა სია

სპორტული ტურის შედეგები 2026 წლის საგაზაფხულო მიღება

საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი გერმანიაში

ცურვის ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენელთა სია

ვაკანსია პროფესიული განათლების პედაგოგის თანამდებობაზე

ვაკანსია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის

სასწავლო პროცესის განახლება

სასწავლო პროცესი გადატანილია 21 აპრილამდე