საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი გერმანიაში

სპორტის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი ნინო ძაგანია, პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ, საერთაშორისო სასწავლო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა.
 
კონკურსის გამარჯვებული კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, 1 კვირიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ გერმანიის დოქტორ ფრენკ ნიტამერის ინსტიტუტში, რომლის ფარგლებშიც სპეციალურად მათთვის შემუშავებული სასწავლო პროგრამა განხორციელდა. პროგრამა ითვალისწინებდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ კომპონენტებს. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები დუალურ პროფესიულ განათლებაში ჩართულ ადგილობრივ საწარმოებს, ტრენინგ ცენტრებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვივნენ.
 
ვიზიტის ფარგლებში მიღებული საერთაშორისო გამოცდილება, კოლეჯს ხელს შეუწყობს ინოვაციური მიდგომების დანერგვაში და საქმიანობის ეფექტურად განხორცილებაში.
 
 

შიდა რეგისტრაცია სპორტულ ტურზე

სპორტის კოლეჯს 6 წლის ვადით ავტორიზაცია მიენიჭა

საინფორმაციო კამპანია "იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში"

ვაკანსია პროფესიული განათლების პედაგოგის თანამდებობაზე

ძიუდოს ინსტრუქტორის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენელთა სია

ძიუდოს ინსტრუქტორის პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენელთა სია

სპორტის კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

ვაკანსია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის

სტუდენტების საყურადღებოდ !!!