• Image 1
  • Image 1

 

სსიპ საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯის მისია

 

 

 

სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი  კოლეჯის, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთადერთი სასპორტო მიმართულების  პროფესიული  დაწესებულების  მისიაა, საეთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მასობრივი სპორტის დანერგვა/ განვითარებას და შრომის ბაზარზე არსებული დეფიციტისა და მოთხოვნების უზრუნველყოფას.

 დასახული მისიის მისაღწევად კოლეჯი უზრუნველყოფს:

1.      თითოეული სტუდენტის განათლების,მომზადებისა და განვითარებისთვის აუცილებელ  პირობებს.

2.      სწავლებისა და სპორტული პროცესების ურთიერთშერწყმასა და სპორტული და მასთან დაკავშირებული დარგების საგანმანათლებლო საქმიანობის ეფექტურად წარმართვას

3.      შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადებას. მთელისიცოცხლისგანმავლობაშისწავლას, რაც პროფესიულიგადამზადებისდაკვალიფიკაციისასამაღლებელიკურსებისშეთავაზებით ხორციელდება; 

4.      კოლეჯი უზრუნველყოფს თანამშრომლობას პარტნიორ ორგანიზაციებთან, სპორტულ ფედერაციებთან და კლუბებთან.

5.      პედაგოგებისა და პერსონალის მუდმივ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.

6.      სპორტის კოლეჯი, თავისი საქმიანობით,  მიზანმიმართულად ახორციელებს მასობრივი სპორტისა დაჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდას და მეტი ადამიანის ჩართულობას ამ სფეროში.

 

ხედვა

2030 წლისთვის სპორტის სფეროში აღმოფხვრილია პროფესიონალი კადრების დეფიციტი. სპორტის კოლეჯი, როგორც სასპორტო მიმართულების  პროფესიული  სასწავლებელი არის ლიდერი დაწესებულება პროფესიულ განათლებაში კავკასიის რეგიონის მასშტაბით.

 

კოლეჯის ღირებულებები:

სპორტის კოლეჯის მთავარ ღირებულებას პროფესიონალიზმი, გუნდური მუშაობა და ღიაობა წარმოადგენს.  ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლიანობა, თანასწორობა და ადამიანის უფლებების დაცვა ისეთ მნიშვნელოვან ასპექტთან მიმართებაში, რასაც გუნდური მუშაობის პრინციპები  და საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობა ქვია.